ხუთი ბრძენი ქალწული და დედა-ეკლესია (1400 წ, ლუბეკის მუზეუმი)

ხუთი ბრძენი ქალწული და დედა-ეკლესია (1400 წ, ლუბეკის მუზეუმი)

Friday, September 10, 2010

სურათხატოვანი აზროვნებისათვის ანუ რა აკავშირებს ექიმ ჰაუსს გალაკტიონთან

                                          

სურათხატოვანი აზროვნება არის ხილული გარემოს, საგნის, ამოცანის ვიზუალურად წარმოდგენა და მის ელემენტებთან გონებრივი მუშაობა ნამდვილი, „შეხებითი” ქმედების გარეშე.
აბსტრაქტული (ვერბალური) აზროვნებისაგან განსხვავებით, სურათხატოვან აზროვნებაში შესაძლებელია გაცილებით მეტი სისრულით აღვადგინოთ-დავინახოთ საგნის მრავალგვარი ფაქტობრივი ნიშან-თვისება. აზროვნების ამ სახეობის მნიშვნელოვანი ნაკვთია საგნისა და მისი თვისებების უჩვეულო, ხშირად ირეალურ ურთიერთმიმართებათა დადგენა. ამ გაგებით სურათხატოვანი აზროვნება ძლიერ უახლოვდება წარმოსახვას, ოღონდ, სურათხატოვანი აზროვნების ობიექტია ნამდვილი საგანი, მოვლენა, ხოლო წარმოსახვა არის მეხსიერებიდან საჭირო სურათის აღდგენა-გამოხმობა.
ნეირომეცნიერების კუთხით, სურათხატოვან აზროვნებაზე “პასუხისმგებელი” ტვინის რომელიმე ნახევარსფერო კი არა, ორივე ნახევარსფეროში განფენილი ე.წ. პირველი სასიგნალო სისტემაა*, რომელიც რეგირებს სიგნალზე “ს უ რ ა თ ი ”. სურათხატოვანი აზროვნება მყისიერი შედეგით ხასიათდება.
ერთი გავრცელებული შეხედულების მიხედვით, პირწმინდად სურათხატოვანი მოაზროვნეები არიან ცხოველები და ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები. ამ სტერეოტიპის თანახმად, 5 წლიდან ურთიერთობის უნარის, ამ ნამდვილი განძის შეძენასთან ერთად პატარა ადამიანი თანდათან გადადის აბსტრაქტული (სიტყვიერი – ვერბალური) აზროვნების, ე.ი. მეორე სასიგნალო სისტემაში; მაგრამ საქმე ისაა, რომ ე.წ. მეორე სასიგნალო სისტემა ანუ ტვინის შუბლის წილი თითქმის 20 წლის ასაკამდე ჩამოუყალიბებელია - ის იზრდება და ვითარდება.
ბავშვი არ გადადის ერთი აზროვნებიდან მეორეში. აზროვნების უნიკალური ტიპი – ვერბალური – თანდათანობით აქტიურდება და ჭეშმარიტად აგვირგვინებს ანთროპოლოგიურ სუბსტანციას. ვერბალურს გვერდს უმშვენებს უფროსი („ასაკით”) ძმა – ვიზუალური, სურათხატოვანი აზროვნება და ბავშვები, უწინარესად, აზროვნებენ სწორედ პირველი (უადრესი და უაღრესად ახლობელი) სასიგნალო სისტემით; ამიტომაც, მოსწავლის შეშვება და “მიტოვება” წმინდა წყლის ვერბალური მიმართულებების, მეთოდების და სავარჯიშოების ნაკადში (ტრადიციული 4 ვეშაპი – მოსმენა, საუბარი, კითხვაწერა) არის საკმაოდ უპასუხისმგებლო მიდგომა. მით უფრო, ჩვენი სკოლის პირობებში...
განვითარებული სურათხატოვანი აზროვნება ნებისმიერი ნორმალურად ორგანიზებული ადამიანის ტვინის ფსიქიკის განუყოფელი ნაწილია. მის გარეშე ადამიანის გონება ნაკლულია. აქტიური სურათხატოვანი აზროვნებით, მისი ყველა გამოვლინებებით გამოირჩევიან შემოქმედი ნატურები, არა აუცილებლად ხელოვნების სფეროში. მაგალითად, გენიალური გამომგონებელი ნიკოლა ტესლა გონებაში აგებდა რთული მანქანა-მექანიზმების სამგანზომილებიან სურათებს და რამდენიმე კვირის განმავლობაში წარმოიდგენდა მათ მუშაობას, გონებაში გამოცდიდა მათ. ეიდეტური წარმოსახვის ეს ხარისხი, ცხადია, ყოველთვის არ გვხვდება, მაგრამ პირდაპირ უკავშირდება განვითარებულ ხატოვან აზროვნებას; იმისათვის, რომ ოპერაცია ჩაატაროს, კარგმა ქირურგმა ჯერ წარმოსახვით უნდა “გაიაროს” ის. მერე, საოპერაციო მაგიდასთან თვალწინ ექნება საგანიც და სურათხატებიც.
დიმიტრი უზნაძე: „...ადამიანის აზრები, გრძნობები და საზოგადოდ მისი განცდები იმდენს თავისებურ იერს შეიცავენ, რომ სიტყვის საშუალებით მათი გამოხატვა, თუ სულ შეუძლებელი არა, ძალიან ძნელია მაინც. საჭიროა არაჩვეულებრივი გამოთქმის ნიჭი, რომ ყველაფერს ამას სათანადო გამოხატულება მოუპოვო. ეს კი მხოლოდ რჩეულთ ხვედრია; და სრულიად შეუძლებელია, ყველას მეტყველებაში სულიერ განცდათა თანაბრად ადეკვატური გამოხატულება სჭვრიტო”.
დიკენსი: „მე არა ვწერ შინაარს, არამედ ვხედავ მას და მერე ჩაწერაღა მრჩება”.
ეგზიუპერი: “წერა კი არა, ხედვა უნდა ისწავლო. წერა მხოლოდ შედეგია”.
ეზრა პაუნდი ერთი ღრმად განცდილი სურათხატის სიტყვით გამოხატვის სიძნელის გამო იხსენებს, როგორ გაანახევრა 30 სტრიქონიანი ლექსი, ბოლოს კი 8 სიტყვაღა შემორჩა:

IN A STATION OF THE METRO
The apparition of these faces in the crowd;
Petals on a wet, black bough.

მეტროს სადგურში
გამოცხადება ამ სახეების – უსახურ ბრბოში;
ფოთლების სიო სველ, მრუმე ტოტზე.

სწორედ ასეთმა “სურათხატოვანმა განწყობამ” ჩაუყარა საფუძველი XX საუკუნის ერთ-ერთ შესანიშნავ მიმდინარეობას პოეზიაში – იმაჟიზმს.

სურათხატოვანი მეხსიერების სისწრაფე თითქმის 10-ჯერ აღემატება აბსრაქტულ-ვერბალურისას.
სწორედ ამიტომ, ბუნებრივი და ორგანულია სწავლების ისეთი ტიპი, რომელიც ორივე სასიგნალო სისტემის მოხმობით სწრაფად და ხარისხიანად შეიმეცნებს ნებისმიერ მასალას. ესაა გზა მოაზროვნე, შემოქმედი გონებისაკენ.

* სასიგნალე სისტემები: პირველი, სინამდვილის სასიგნალო სისტემა - ის, რასაც ვფლობთ ჩვენი ბუნებრივი და სოციალური გარემოსაგან მიღებული შთაბეჭდილებების, შეგრძნებების და წარმოდგენების სახით, - გარდა სიტყვისა, რომელიც ქმნის მხოლოდ ადამიანისათვის დამახასიათებელ მეორე, პირობით სასიგნალო სისტემას.




ათი ქალწულის შესახებ სახარებისეული იგავის მოტივებზე არაერთი შედევრია შექმნილი: მუსიკა, ფერწერა, სკულპტურა, პოეზია – სხვადასხვა ეპოქაში და განსხვავებული რაკურსით. საქართველოში ეს გამოძახილი, უპირველესად, გ. ტაბიძის მშვენიერი ლექსითაა აღბეჭდილი.

აქ თავმოყრილია რამდენიმე ნიმუში ამავე მოტივზე – განსხვავებული ემოციურ-სტილური შეხედულებებით – დაწყებული ფილიპე ნიკოლაის ქორალით – „იღვიძებდით უკუე" – შთაგონებული ი.ს. ბახის ნაწარმოებით, ნოვალისი, ბახისა და ნიკოლაის გავლენით 1967 წელს ბრიტანული ანსამბლის Procol Harum-ის მიერ შექმნილი და დღემდე პოპულარული ტექსტუალურ-მუსიკალური რემინისცენცია A Whiter Shade Of Pale, ჯგუფი Genesis – the Carpet Crawlers, უილიამ ბლეიკის ლითოგრაფია, სკულპტურული კომპოზიციები ევროპულ არქიტექტურაში, თანამედროვე პოპულარული სერიალის ნიჭიერი და მრავალმხრივ განვითარებული პერსონაჟის სასცენო ეპიზოდით დამთავრებული...


გალაკტიონის ამ ლექსზე მუშაობისას მოსწავლეები გაცილებით ცოცხალი ინტერესით გაანალიზებდნენ მედიატექსტების ამ თუნდაც სახელდახელო, ეკლექტურ პალიტრას და დასურათხატების სასწავლო გეგმიდან ილუსტრირებული მაგალითის მიხედვით დაგეგმილი სავარჯიშოებით გაიღრმავებდნენ ვიზუალური აზროვნებისათვის ძალზე საჭირო დაკვირვება-გამოხატვის უნარებს...


სახარება მათესი, თავი 25.

1. მაშინ ემსგავსოს სასუფეველი ცათაი ათთა ქალწულთა, რომელთა აღიხუნეს ლამპარნი თვისნი და განვიდეს მიგებებად სიძისა.
2. ხოლო ხუთნი მათგანნი იყვნეს ბრძენნი, და ხუთნი სულელნი.
3. მიიხუნეს სულელთა მათ ლამპარნი მათნი და არა მიიღეს მათ თანა ზეთი.
4. ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა ლამპართა მათთა თანა.
5. და დაყოვნებასა მას სიძისასა მიერულა ყოველთა და დაიძინეს.
6. ხოლო შუაღამეს ოდენ ღაღადებაი იყო, ვითარმედ: აჰა ესერა სიძე მოვალს, გამოვედით მიგებებად მისა.
7. მაშინ აღდგეს ყოველნი იგი ქალწულნი და აღიგნეს ლამპარნი მათნი.
8. ხოლო სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ: მეცით ჩუენ ზეთისაგან თქუენისა, რამეთუ ლამპარნი ჩუენნი დაშრტებიან.
9. მიუგეს ბრძენთა მათ და ჰრქუეს: ნუუკუე ვერ კმა- გუეყოს ჩუენ და თქუენ, არამედ უფროის - ღა წარვედით სავაჭროდ, და იყიდეთ თავისა თქუენისა.
10. და ვითარცა წარვიდეს იგინი სყიდად, მოვიდა სიძე იგი, და განმზადებულნი იგი შევიდეს სიძისა თანა ქორწილსა მას, და დაეხშა კარი.
11. შემდგომად მათსა მოვიდეს სხუანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს: უფალო, უფალო, განგვიღე ჩუენ.
12. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ამინ გეტყვი თქუენ, არა გიცნი თქუენ.
13. იღვიძებდით უკუე, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინა ძე კაცისაი მოვიდეს.

ნოვალისი

ჰიმნები ღამისადმი (ნაწყვეტი)


Zur Hochzeit ruft der Tod –
Die Lampen brennen helle –
Die Jungfraun sind zur Stelle –
Um Oel ist keine Noth –
Erklänge doch die Ferne
Von deinem Zuge schon,
Und ruften uns die Sterne
Mit Menschenzung' und Ton.
1800
ქორწილზე გვიხმობს სიკვდილი,
ლამპრები ნათელს ძღვნიან,
ქალწულნი აქ დაწინდილი,
უზეთოდ აღარ ვლიან...
(თარგმანი კონსტანტინე გამსახურდიასი)

დავით გურამიშვილი
დავითიანი, 428

მის სიძის მღვიძრად დამხდომო, შუაღამ ძილთა მფრთხობელო,
გაუქრობელის ლამპრითა ქალწულთა წინა მსწრობელო;
სულელთა ლამპარ-შრეტილთა მრეკელთა კართა მხშობელო,
მოწყალებისა კარ-მიღე, იესოს ქრისტეს მშობელო!




გალაკტიონ ტაბიძე
ათი ქალწული

სასუფეველით მსგავსება მათით
ოცნებამ იცის,
ათი ქალწული სანთელით ათით
ელოდენ სიძეს.

მათგანი ხუთი იყო გონიერ,

ხუთი - სულელი;
სულელთ ვერ ჰპოვეს ჭურჭელთა მიერზეთი სურნელი.
და ღამით, ოდეს სძინავდა ყველას,
ზარით, ებანით
ხმა ისმა: აჰა, ესერა მოვალს,მიეგებენით.

აღდგა წამშივე ქალწული ათი -

ჰპოვა სანთელი,
ხუთს ჩაჰქრობოდა სრულიად მნათი
იმ წუხანდელი.

წარვიდენ სყიდვათ. მას ჟამსა შინაგზად იდგა ქარი,

მოვიდა სიძე, განაღო ბინადა დახშა კარი.

ოდეს დაბრუნდა წყებანი სხვანი

მშვენიერ ქალთა,დააგვიანდათ. ისინი დგანან
დახურულ კართან.

მათ ხელში ობლად კანკალებს ზეთი

მწუხარე ლანდათ.
გარეთ ქარი ჰქრის, არ არის ბედი,
დააგვიანდათ.
1915

Procol Harum
A Whiter Shade Of Pale (მკრთალი ნათელი)
We skipped the light fandango
Turned cartwheels 'cross the floor
I was feeling kinda seasick
But the crowd called out for more
The room was humming harder
As the ceiling flew away
When we called out for another drink
And the waiter brought a tray

And so it was that later
As the miller told his tale
That her face, at first just ghostly,
Turned a whiter shade of pale

She said, "There is no reason
And the truth is plain to see."
But I wandered through my playing cards
And they would not let her be
One of sixteen vestal virgins
Who were leaving for the coast...
...And so it was that later
As the miller told his tale
That her face, at first just ghostly,
Turned a whiter shade of pale
1967

Genesis


Mild mannered supermen are held in kryptonite

And the wise and foolish virgins giggle with their bodies glowing bright
Through a door a harvest feast is lit by candlelight
It's the bottom of a staircase that spirals out of sight...
1973

1 comment:

  1. dzalian saintereso blogia! velodebit gagrdzelebas.

    ReplyDelete